ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი არის გაუქმებული როგორც სახელმწიფო უწყება ჩვენს სახელმწიფოში – სალომე სამადაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მამუკა ხაზარაძის მოსასმენად მზად არის – ამის შესახებ განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ბოლო განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, სხდომის გრაფიკი უახლოეს დღეებში გაიწერება და მიწვეულ პირებთან შეთანხმდება. თიბისი ბანკზე შეტევების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებლებს გუშინ დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე ტრიბუნასთან მიახლოების და განმარტებების გაკეთების საშუალებაც არ მისცა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი რეალობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოსმენით ვერ გამოსწორდება.

“ეს სამარცხვინო პროცესი, რომელიც გაიმართლა ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, ესეთი არ უნდა განმეორდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. იმედი მაქვს “ქართული ოცნება” გააცნობიერებს იმას, რომს მათ კი არ გაფანტეს ეჭვები ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე, არამედ გაამყარეს ეს, როდესაც ისინი წარმოჩინდნენ როგორც ერთი მხარე,”-აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიზე.

ეროვნული ბანკს აკრიტიკებენ “ნაციონალურ მოძრაობაშიც.” სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეს ინსტიტუტი გაუქმებულია.

“ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი არის გაუქმებული როგორც სახელმწიფო უწყება ჩვენს სახელმწიფოში და ეს დადასტურდა დღევანდელი სხდომით და საფინანსო კომიტეტის მოწვევა ამ რეალობას არ შეცვლის,”-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო