ფაქტი არ გაქვთ რუსულ კავშირებზე და ივანიშვილის თითქოსდა არაფორმალურ მმართველობაზე, ცარიელი ტყუილია რასაც ავრცელებთ და ეს ტყუილი მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამერიკამ რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციები იმიტომ არ დაადო, რომ ის „ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირია“. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსულ ინტერესებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვლადიმერ ევტუშენკოვი, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორია.

„ევტუშენკოვი არის ბაიდენთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი, რომელიც არის ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი, ზუსტად ამის გამო გაათავისუფლეს ის სანქციებისგან. ავსტრალიისგან არის სანქცირებული და ამერიკამ სანქციები იმიტომ არ დაადო, რომ არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი, ჰანტერ ბაიდენის, ანუ ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი.

ფაქტი არ გაქვთ რუსულ კავშირებზე და ივანიშვილის თითქოსდა არაფორმალურ მმართველობაზე, ცარიელი ტყუილია რასაც ავრცელებთ და ეს ტყუილი მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიწინა რეჟიმმა ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები – „ფულს სუნი არ აქვს“ – ეს იყო მათი ცნობილი ფრაზა – კობახიძე
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ეხმაურება ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და რეზოლუციას