ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან – ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია, შეხვედრებით, განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ მოისმენთ – თალაკვაძე

თავის ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია, თავის შეხვედრებით, თავის განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ მოისმენთ დებატების დროს,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, დაასახელებენ თუ არა იმ პირების ვინაობას, ვინც მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

თალაკვაძის თქმით, დებატებისთვის მომზადებულნი არიან არგუმენტებით.

“მომზადებული ვართ მაგრად ამ დებატებისთვის. ძალიან სერიოზული საკითხები გვაქვს, სერიოზული არგუმენტები. ხვალ ჩატარდება თუ დღეს, საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ქვეყანაში, კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან.

საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის მერე მაინც დაიწყო რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ. ყველა კონკრეტული საკითხით ვართ მომზადებული დებატისთვის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე დაასახელებენ თუ არა კონკრეტული პირების გვარებს, ვინც მათი თქმით, ევროპელ პარტნიორებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებას სთხოვდა, თალაკვაძე აცხადებს, რომ ხვალ ამას მოისმენენ.

“მაგასაც, თავის ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია მათი, თავის შეხვედრებით, თავის განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ მოისმენთ დებატების დროს,”- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიანუ იყიდით მოპარულ მარცვლეულს, ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები – კულება