„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, კლინიკა დატოვა, ვინაიდან „ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას“.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.















