30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

პაპუნა ჯანელიძე: მძიმეა ყოველი დღე, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას

“მძიმეა ყოველი დღე, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას. განსაკუთრებით მძიმეა, როცა მათი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ იგებ ინფორმაციას. ჯანმრთელობას ვუსურვებ ელენეს!”, -წერს ოცნების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ “დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა ელენე ხოშტარიას დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე”.

banner
წინა სტატიაშისენატორი ივან სკალფაროტო: ელენე არის ნამდვილი ევროპა საქართველოში და არა ისინი, ვინც მას აპატიმრებენ
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს