პაპუაშვილი – ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას
შემდეგი სტატიაროდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, მხოლოდ მისი საქმეა – წულუკინი ზურაბიშვილზე