პაპუაშვილი: ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს და ყველანაირ გზას ეძებს, რათა პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს

„ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს და ყველანაირ გზას ეძებს, რათა პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. ეს ორ რამეს ადასტურებს – ეს ამ ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითია. როცა ადამიანს მზაობა აქვს, ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს, ეს არის უტიფრობა. ასევე უტიფრობაა, როცა ადამიანი ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და მასთან არის ნულოვანი ტოლერანტობა, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა იდენტიფიცირებული და ამ დროს თავად არ უნდა ის, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიჰერმან საბო: არ მგონია, რომ პარალელურად შეიძლებოდეს, რიგგარეშე არჩევნები დავაყენოთ ულტიმატუმად და ვისაუბროთ შერიგებაზე
შემდეგი სტატიაადვოკატი: სააკაშვილმა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ჯოჯოხეთის გამოვლით მართლა მოახერხა დაბრუნება სამშობლოში