პაპუაშვილი: ვინც მხარეს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს

პაპუაშვილის აზრით, პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა და “ოპოზიციას მის მიერვე დაანონსებულ რეფერენდუმზე უთხრა, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ სურს“.

“ ვინც მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ რედაქციით, როგორც ახლა არის, მხარს უჭერს პოლარიზებასა და არეულობას.

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია თითქმის ყველა მხარის მიერ და ის არავისთვის აღარ არსებობს. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებისას განვაცხადეთ, რომ “ქართულ ოცნებას“ მისი მიღების ან ამ შინაარსით მიღების არანაირი ვალდებულება არა აქვს. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოპოზიციამ საზოგადოებას რეფერენდუმის სახით დაუყენა და ქართული საზოგადოებისგან მიიღო პასუხი, რომ მას რიგგარეშე არჩევნები არ უნდა. რიგგარეშე არჩევნები საკითხი მოხსნილია! – გამომდინარე აქედან, პირველი მოსმენით მიღებულ რედაქციაზე მიბრუნება, რომლითაც მათ შორის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც წესრიგდება, სურს “ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დააყენოს. ეს გამოიწვევს პოლარიზებას, რადიკალიზაციის გაზრდას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის ამოცანაც არის არა საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ, ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება”
შემდეგი სტატიადეგნანი: ბევრ ჩვენგანში იწვევს შეშფოთებას ის ფაქტი, რომ ახალ თაობაში პოლიტიკური აპათიის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა