26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

პაპუაშვილი: ვცდილობთ გავაგებინოთ, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეებს, რომ ეს არის უფსკრული საითაც მიაქანებენ დღეს ევროკავშირს

“დღეს ასე იმართება სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი, დღეს ასე იმართება ბრიუსელი. კორუფცია, ადამიანების მიმართ მადისკრედიტირებელი ფაქტები, რომლითაც შემდეგ მართავენ ამ ადამიანებს.

ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი, დაწყებული ევროპარლამენტის ვიცესპიკერიდან, გაგრძელებული ევროკომისრით, რომელსაც მე შევხვდით 2021 წელს და მე ეს კაცი მიხსნიდა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს და აღმოჩნდა, რომ თავად კორუმპირებულია და ფულს იღებს და მე მასწავლიდა საქართველოში რანაირად უნდა იყოს მართლმსაჯულება ჩამოყალიბებული.
ასე მართავენ კორუფციით, ფულით, სხვადასხვა მაკომპრომეტირებელი მასალებით და ასე შემდეგ, როცა დასჭირდებათ უთხრან ახლა თავს უნდა დაესხათ საქართველოს, თავს უნდა დაესხათ ვიღაც სხვას და ასე შემდეგ.
დასკვნა გამოტანილია, რაც შეეხება ბრიუსელს, ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული, რომელსაც აქვს გავლენა დღეს ბრიუსელზე და რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს უფსკრულისკენ. ჩვენ ამას ვცდილობთ გავაგებინოთ, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეებს, რომ ეს არის უფსკრული საითაც მიაქანებენ დღეს ევროკავშირს და ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სიტყვითაც რაღაც წვლილი შევიტანოთ ამაში.

ვინაიდან გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმას გამოვექეცით სისხლით საბჭოთა მოსკოვს და საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს,” – ამბობს ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან.

banner
წინა სტატიაში17 მაისს პატრიარქი შიო III სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
შემდეგი სტატიამახაშვილი: ბრიუსელმა დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა