პაპუაშვილი – უკრაინაში წასვლაზე ორგანიზაციული საკითხები კიდევ თანხმდება, ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები კიდევ თანხმდება, ვადები, მარშრუტები და ა.შ. ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არსებობს უსაფრთხოების საკითხები და უკრაინელ კოლეგებთან ყოვეწუთიერ კონტაქტზეა.

რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის საკითხს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოჩნდა, მათ ვიზიტის ჩაშლა სურდათ.

„გამოჩნდა, მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების საფუძველი რა იყო – ვიზიტი ჩაეშალათ, რაც არ შედგა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც უნდა იყოს – იქ, სადაც არის პარლამენტის დელეგაცია, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის გარეშე რომ დარჩა, ეს ლოგიკურიც არის. უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იქნება ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი, რომელშიც ემოციური ნაწილი უფრო წინა ფლანგზე იქნება და ველოდები, რომ მეგობრული ვიზიტი იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის დელეგაციის უკრაინაში წასვლის საკითხზე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატია“რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს” – მაკრონი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ