პაპუაშვილი: თუკი რაიმე ქმედება გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადავა, ხელისუფლება, მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს

გვესმის პირდაპირი მოწოდებები ძალადობისკენ – თუკი რაიმე ქმედება გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადავა, ჩვენი ხელისუფლება, ხედავთ, რომ მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

“ჩვენს ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ღია ცის ქვეშ თავისუფლად შეკრება და საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც არ უნდა მიუღებელი, არასწორი, ობიექტურ ჭეშმარიტებას აცდენილი იყოს ეს პოზიცია. ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს შეუძლია ამით ისარგებლოს. (სუს- ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების) საქმის ფიგურანტებმა დაადასტურეს, არ უარყვეს ყოველ შემთხვევაში, საკუთარი მონაწილეობა ასეთი სახის საუბრებში. ზოგი ამას ღიადაც საუბრობს და არც მალავს, მათ შორის გუშინდელი დღის შემდეგ გვესმის პირდაპირ მოწოდებები ძალადობისკენ, როგორც ჩანს ჯერჯერობით პოლიტიკური მოწოდებების სახით არის ეს. ორი რამეა მნიშვნელოვანი, ჩვენს ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება და ამ ჩარჩოში ყველას შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს და მეორე – ქვეყანაში მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსი და თუკი რაიმე ქმედება გადავა ზღვარს, ჩვენი ხელისუფლება ხედავთ, რომ მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი – კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა გაყოფას
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი ეუთო/ოდირზე: ისინი საუბრობენ ბრალდებებზე, რომლებიც ისმის დაშინებასთანთან დაკავშირებით, ისინი არ ამტკიცებენ, რომ რაღაც ფაქტი ასე იყო თუ არა