პაპუაშვილი – თუ ოპონენტები არჩევნების შედეგს არ აღიარებენ, მაგრამ დაფინანსებას ითხოვენ, ეს პოლიტიკურად ამორალური საქციელია

იმ შემთხვევაში, თუ პარტია ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს და მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადს ბიუჯეტში იხდიან და შემდეგ პარტია ამ ბიუჯეტიდან თანხას მოითხოვს, ეს მინიმუმ, პოლიტიკურად ამორალური საქციელია, – ამის შსახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით თავის დროზე ცვლილებები „ქართული ოცნების“ ინიციატივით განხორციელდა.

„თუ პარტიები უარს იტყვიან საკუთარ მანდატებზე, ისინი ზურგს აქცევენ დემოკრატიულ არჩევანს და ქართველ ამომრჩეველს, აქედან გამომდინარე ზურგს აქცევენ ქართველ გადასახადების გადამხდელებს. ამაზე თუ შევთანხმდებით, მაშინ საბოლოო ჯამში, ყველაფერი უფრო ნათელი გახდება. თუ კი პარტია საკუთარ ამომრჩეველს ზურგს აქცევს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადს ბიუჯეტში იხდიან და შემდეგ პარტია ამ ბიუჯეტიდან თანხას მოითხივს, ეს მინიმუმ პოლიტიკურად ამორალური საქციელია. დაფინანსების სისტემას რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ცვლილებები თავის დროზე. საკმაოდ ჩახლართული და რთული სისტემა შეიცვალა გამჭვირვალე და მარტივი სისტემით, რომელიც პირდაპირ არის მიბმული მიღებულ ხმებთან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი მხრივ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგს და შემდეგ ამ შედეგის ნამრავლი რაც არის დაფინანსება, ამ დაფინანსებას აღიარებენ, მაშინ წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „იგეგმება თუ არა დაფინანსების კანონში ცვლილებები“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ჯერობით ამის შესახებ რამე კონკრეტულს ვერაფერს იტყვის. დაფინანსების კანონში ცვლილებები თუ იგეგმება? “კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის პირადად ამოსავალი წერტილია შემდეგი, თუკი რომელიმე პარტია უარს იტყვის მანდატზე, ამის საფუძველი რა არის. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები შედგა და ამომრჩევლის ნება შედეგზე აისახა და ამას უარყოფენ, ეს უკვე დემოკრატიის უარყოფა და მოქალაქეებისთვის ზურგის შექცევაა. ამ შემთხვევაში, პარლამენტი და ზოგადად დემოკრატია თავდაცვით მდგომარეობაში უნდა ჩადგეს და არ მისცეს შესაძლებლობა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ საბოტაჟი მოახდინოს პარლამენტის, მათ შორის ბიუჯეტის საბოტაჟიმ ანუ დაფინანსება მიიღოს. ამიტომ, რამე კონკრეტული რეცეპტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ, გაიფლანგება კორუფციაში”
შემდეგი სტატია“შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხზე საია-ს სარჩელის დაჩქარებულ ვადებში განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს”