პაპუაშვილი – თუ მეუფე შიოს მოწამვლა დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი იქნება

მეუფე შიოს მოწამვლა თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი იქნება. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და არა დადასტურებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს ხედავდა და ახლა, როგორც ჩანს, ვიღაცას საქმეზე უნდოდა გადასულიყო.

„მეუფე შიოს მოწამვლა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტია. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის. შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა საქმეზე გადასულიყო. აი, ეს არის ის „ბოლშევიკური“ მეთოდები, რომელიც ისტორიულად ხოლმე საქართველოში გამოყენებული იყო – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურდება, რომ რაიმე განზრახი ქმედება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს, პაპუაშვილი ამბობს, რომ „საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე.“

„არ დავაკონკრეტებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება, ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მთავარია, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ, მათ დაიბრალონ
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – არათუ არ დასჯის „ქართული ოცნება“ მოძალადეებს, პრემიებს გამოუწერენ ქვასროლია ადამიანებს – ქვას ვინც ისვრის, რომ დასჭირდეს, ტყვიასაც ისვრის