პაპუაშვილი – თუ ადამიანი არღვევს კანონს, ჩვენ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე

ნიკა მელიაზე გადაწყვეტილება გამომდინარეობს მარტივი პრინციპიდან, არ იხდის გირაოს და არღვევს კანონს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.

„თუ ადამიანი არღვევს კანონს, ჩვენ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან, რათა განიხილონ ეს საკითხი. მათ მივმართავ, პასუხი გასცენ ორ კითხვას: პირველი – კანონის დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა სათანადო რეაგირება და მეორე – არღვევს თუ არა კანონს ნიკა მელია. ამ ორ კითხვას თუ ისინი გულწრფელად გასცემენ პასუხს, ყველაფერი ნათელი გახდება. ნიკა მელია არღვევს კანონს და აქ არა მხოლოდ ჩვენ ვართ ერთსულოვანი, არამედ ჩვენი ოპონენტებიც კი ერთსულოვანნი არიან და მგონი, ნიკა მელიაც არ უარყოფს, რომ კანონს არღვევს. თუ კანონს არღვევს, არანაირი კითხვის ნიშანი რეაქციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური მოტივი აქ შეიძლება ჰქონდეს ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – ეტყობა, იაგო ხვიჩია მაგარი დაბოლილი იყო
შემდეგი სტატიაგაერთიანებული სამეფოს მინისტრის უენდი მორტონის და საქართველოს ვიცე-პრემიერის,საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა