ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის რასაც ქვია ვიზალიბერალიზაცია, უნდა შევიზღუდოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ ბრიუსელმა აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. კიდევ ერთხელ, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“-თქვა შალვა პაპუაშვილმა
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს. „მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“-წერს იოზვიაკი















