პაპუაშვილი: სავიზო მიმოსვლის შემოღება საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა

შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიურ და სამსახურეობრივ პასპორტებთან სავიზო მიმოსვლის შემოღებაზე, ეს არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების, რომელზეც მე არაერთხელ განვაცხადე და ხედავთ, რომ ვერც კი შეეწინააღმდეგა ამას ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ვერც ბრიუსელიდან რომელიმე ჩინოვნიკი, ვინაიდან ეს არის ღია, აშკარა, უხეში დარღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც 2010 წელს არის დადებული.

ამიტომ ასეთ ნაბიჯებზე როცა მიდის ბრიუსელის ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, სხვებს როცა ედავებიან და ამ დროს თვითონ არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსთან, ნუ, რა თქმა უნდა, ამის ფონზე მსგავსი მუქარები და ამ ტონით საუბარი დამოუკიდებელ ხალხთან არ არის გასაკვირი.

ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა, ამიტომ მოვუწოდებ მე ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას. ის, რასაც დღეს ვისმენდით ჩვენ უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, ეს არის ადამიანის უფლებების უპატივცემულობა, ვინაიდან მართლმსაჯულება მათ შორის ემსახურება დაზარალებულების უფლებების აღდგენას.

როგორც ჩანს, ქალბატონი კალასისთვის დამწვრობა მიღებული პოლიციელი ღირებულებას არ წარმოადგენს, როგორც ჩანს ქალბატონი კალასისთვის წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს ეს არაფერს არ წარმოადგენს, როგორც ჩანს ქალბატონი კალასისთვის არაფერს არ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს რომ წვავდნენ და აქ მართლმსაჯულების განხორციელებას არ ხედავს საჭიროდ. და ამიტომ, როგორც ჩანს, ქალბატონი კალასი ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები.

კიდევ ერთხელ, ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში, სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულების გაზიარებას და ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებენ ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და ცდილობს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის მთავარი დამკვირვებელი გახდეს ბრიუსელში,-განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე.

banner
წინა სტატიაშისაია: ბაჩიაშვილის მიმართ ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელი პენიტენციურია
შემდეგი სტატიაAxios: ტრამპი უკრაინაში გასაგზავნად პირველ ეტაპზე ევროპას $10 მილიარდის იარაღს მიყიდის