პაპუაშვილი – საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გამოწვეებზე

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიაზე ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გამოწვეებზე, რომელიც დღევანდელ სამყაროში არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტანზანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიაზე კავშირის ახალი პრეზიდენტს აირჩევენ.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვისთანაც ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. ის ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი. მას წინა ასამბლეაზეც შევხვდით და გვაინტერესებდა, მისი გეგმები პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ ხედავს საერთაშორის ასამბლეის კავშირის როლს დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში. დღეს ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებაზე და უსაფრთხოების გამოწვეებზე, რომელიც დღევანდელ სამყაროში არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება
შემდეგი სტატიარაც მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში და მეტად მიდის გამოყენება, მით უფრო რთულდება ადამიანის გათავისუფლება – მდინარაძე ბებუაზე