პაპუაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე – დასანანი არიან მისი მხარდამჭერები, რომლებიც ბოლოს იმედგაცრუებული რჩებიან

სააკაშვილის ჩამოსვლაზე ბევრჯერ გვსმენია, ჩვენ სიმშვიდით ვუყურებთ, მაგრამ დასანანი არიან მისი მხარდამჭერები, რომლებიც ამას წლებია, იჯერებენ და იმედგაცრუებული რჩებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზაციის გზას ადგას და მათ სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ წავიდნენ სამოქალაქო დაპირისპირებასა და არეულობაზე.

„ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგს დაუბრუნდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზაციის გზას ადგას. მათ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ წავიდნენ სამოქალაქო დაპირისპირებასა და არეულობაზე, არ გააჩნიათ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, ეს უკვე ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი. ჩვენ ამას სიმშვიდით ვუყურებთ, მაგრამ ყველაზე დასანანი არიან მისი მხარდამჭერები, რომლებიც ამას წლებია, ისმენენ და იჯერებენ, ბოლოს კი, იმედგაცრუებულები არიან. ეს პირველ ყოვლისა, მათი შეურაცხყოფაა. როდესაც მიხეილ სააკაშვილი აქტიურად გამოდის ქართულ პოლიტიკაში, მაშინ ხდება ადამიანების მის წინააღმდეგ მობილიზება. ეს მისი არჩევანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატიაავტოავარია ფოთთან – არის მსხვერპლი