საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება “მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოების განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.
„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
















