პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს.

მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო პარლამენტში შესვლა და პროცედურებში ჩართვა.

„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას. იცით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით ოპოზიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო პარლამენტში შემოსვლა და პროცედურებში ჩართვა. ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით მივყვებით. სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს. იცით, რომ ამნისტიას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და ამით შეთანხმებას არღვევენ, ასევე საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა „ლელომ“, რითაც შეთანხმება დაარღვია. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ მონაწილეობენ და ამით შეთანხმებას არღვევენ. ყველაფრის დამრღვევი არის ოპოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ სოციალურ მეწარმეობას ავითარებს
შემდეგი სტატიაჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, აუცილებლად მივალ: გომელაური საკანონმდებლო ორგანოშია დაბარებული