პაპუაშვილი – ოპოზიციური პარტიები ყველა სხვა ქვეყნის, სხვა ინსტიტუციის ინტერესებში ჯდებიან, ქართველი ხალხის ინტერესის გატარება ჯიუტად არ უნდათ

ოპოზიციური პარტიები ყველა სხვა ქვეყნის, სხვა ინსტიტუციის ინტერესებში ჯდებიან – ერთადერთი, ქართველი ხალხის ინტერესის გატარება არ უნდათ ჯიუტად, – ეს შეფასება პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს პრობლემას, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს აცდენილი არიან.

„ვერ გეტყვიან, დგას თუ არა მაღლა ეროვნული ინტერესი, რადგან ქართველი ხალხისა და ეროვნული ინტერესის გრძნობა მათში არ არსებობს. მათში არსებობს რაღაც გლობალური კონიუნქტურა, რომელშიც უნდა ჩაჯდნენ და გლობალურ პოლიტიკაში ჩაჯდომის გამო რაც უფრო მეტ ტაშს მიიღებენ, მით უფრო კმაყოფილი არიან. ისინი ტაშს ქვეყნის გარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან, ამიტომაც ყოველთვის წაგებისთვის არიან განწირულნი“, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი – 2023“ გახსნა
შემდეგი სტატიადეკანოიძე – 12 რეკომენდაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული არ არის და „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ სატრაბახო არ აქვს