პაპუაშვილი ოპოზიციას: დაივიწყონ თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობით მიიღონ გადაწყვეტილება

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წევრებს მიმართავს, დაივიწყონ თავმოყვარეობა და პარლამენტში შესვლის საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ამის შესახებ პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მოსაზრებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის უკვე საკმარისად არის გაცვლილი და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

“ეს დიალოგი არის იმ ფაზაში, რომ მომწიფებული არის გადაწყვეტილების მიღებისთვის და საჭიროა ახლა, რომ ყველა მხარე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ყველაფერს. მათ შორის, დაივიწყონ, სავარაუდოდ, თავმოყვარეობის საკითხები, რომელზეც შეიძლება ფიქრობდნენ. იმასთან დაკავშირებით, რომ რახან თქვეს ერთხელ რომ არ შევალთ და ამის გადათქმა უჭირთ. იფიქრონ საკუთარ მოსახლეობაზე, იფიქრონ იმ სიტუაციაზე, პანდემიის კუთხით რაც არსებობს ქვეყანაში და ის, რომ საჭირო არის ამ დროს იყოს ფუნქციონირებადი პარლამენტი და ამ პასუხისმგებლობით და ამ გადმოსახედიდან მიიღონ გადაწყვეტილება”. – ამბობს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიცესკო ხვალ არჩევნების საბოლოო შედეგს გამოაქვეყნებს – ოპოზიცია ისევ მესამე რაუნდს ელოდება
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – ვაპირებ, გამოცდილება მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს