პაპუაშვილი – ოპოზიციამ მოიძიოს საკუთარ თავში დიალოგისთვის საჭირო რესურსი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს და მოიძიოს საკუთარ თავში ის რესურსი, რაც დიალოგისთვისაა საჭირო. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია არა დათანხმება, დაყოლიება ან სხვა, არამედ შეთანხმება.

“რესურსი ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის და ღიათ ვართ, ჩვენმა ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რამდენად ფიქრობენ ისინი მომავალზე, რამდენად ფიქრობენ იმაზე რაც გვაერთიანებს, რამდენად ფიქრობენ იმაზე რომ დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას, ეს არის რუსეთი. ამიტომ დაუფიქრდნენ ამ საკითს და მოიძიონ საკუთარ თავში ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის.
აქ მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, როგორც ასეთი, არამედ შეთანხმება, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება სწორედ აქეთკენ იყო მოწოდებული”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – მოლაპარაკებების საგანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია
შემდეგი სტატიაგეგელია – ღარიბაშვილმა მიაღწია სანუკვარ ოცნებას, ქვეყენა მოქცეულიყო საერთაშორისო იზოლაციაში