„ოპოზიცია ე.წ. ყალბ ენჯეოებს ქმნის და ამ სქემით იღებს უცხოურ დაფინანსებას, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოიყენება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ხელფასს უცხოეთიდან იღებენ, ქვეყნისა და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებენ.
„მე ვახსენე ერთ-ერთ პრობლემად ე.წ. ყალბი ენჯეოები, რომლებსაც პარტიები აფუძნებენ და ამით უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ქართველი პოლიტიკოსები ხელფასს იღებენ უცხოეთიდან. როგორ უნდა გაატარონ მათ თავისი ამომრჩევლის ინტერესი, საქართველოს ინტერესი, როდესაც დაფინანსება უცხოეთიდან არის? ეს არის ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. მათ აქვთ გარკვეული სქემები შექმნილი და დაფინანსებას უცხო ქვეყნებიდან იღებენ. ისინი მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესით, არამედ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესების გათვალისწინებით, როგორც მინიმუმ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა