პაპუაშვილი – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მოსვლის მიზანია, განეიტრალდეს დაძაბული ფონი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შალვა პაპუაშვილი და ბექა დავითულიანი, სოციალურ მუშაკებთან ერთად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებიან.

როგორც პანსიონში შესვლამდე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ამოცანაა დაძაბული ფონის განეიტრალება, რათა სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ იმუშაონ.

„ჩვენი ამოცანა იყო დაძაბულობა და გარკვეული სტრესული ფონი განეიტრალებულიყო, რათა სოციალურ მუშაკებს შესაბამისი პირობები ჰქონოდათ. ვფიქრობ, ეს პირობები არსებობს. საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციური ფონი იყოს ისეთი, რომ სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ იმუშაონ. დარღვევები თუ არსებობს, ეს სოციალურმა მუშაკებმა უნდა გამოავლინონ. ასევე შსს იკვლევს საკითხებს. ჩვენი ამოცანა არ იყო ვინმესთვის ბრალდების წაყენება და საკითხების გამოკვლევა. ყველა მოწადინებულია, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე იყოს.

სახალხო დამცველის შესვლას რაც შეეხება, არსებობს ემოციური ფონი, სკეპტიციზმი და საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება მონიტორინგის სრულად განხორციელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში „სინოვაკის“ ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან
შემდეგი სტატიაადვოკატთა ასოციაცია ბავშვთა სახლებში მცხოვრებ მოზარდებს საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებას გაუწევს