საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობის” მიერ დაანონსებულ განახლებას ეხმაურება.
პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განახლებაო და ყველაზე „ურნაცების“ დამატება თუ დაბრუნება დაიწყეს თავის პარტიაში, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ არ არის საშველი.
„მხოლოდ ამ პარტიას არ ეხება, ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ამ იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, იქნება ეს „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ თუ სხვა, ვინც ნაცურ იდეოლოგიაზე დგას, ერთადერთ შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ. შინაგანადაც ბედნიერები მაშინ არიან და ასხივებენ ამ ბედნიერებას. ტაშს დაუკრავენ და ეს არის მათი მთავარი კმაყოფილება, რასაც იღებენ საკუთარი ქცევიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.















