პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში შფოთვის შეტანაა

ვხედავთ, რომ წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ვირუსი მძვინვარებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და ვხედავთ ფაზებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ პანდემიასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მათი მთავარი ხაზი და დღის წესრიგი არის ყოველთვის საწინააღმდეგოს საუბარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში შფოთვის შეტანა.

“როდესაც ღია არის, მაშინ დახურვას ითხოვენ, როცა დახურულია მაშინ ითხოვენ გახსნას, ხან ეკონომიკაზე საუბრობენ, ხან ჯანმრთელობაზე. მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ შემთხვევაში არის შფოთის შეტანა ამ სიტუაციაში, საზოგადოებაში დაუცველობის განცდის გაღვივება. ეს არის სამწუხარო, რომ მათ მოკავშირედ გაიხადეს პანდემია და პანდემიამ მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“. მათ შორის, როცა საუბარი არის ექიმებზე, როცა საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართული არიან უშუალოდ ამ პანდემიის მართვაში, ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ არის უმადურობა ამ ადამიანების მიმართ, ჩვენი ექიმების მიმართ გამოხატული უმადურობა და ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა. მეორე მხრივ, ესეც არის სწორედ ის, რომ იყოს საზოგადოებაში დაუცველობის განცდის გაღვივება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება, რათა შემდგომი სამი წელი ქვეყანაში იყოს მშვიდობა
შემდეგი სტატიადეკანოზი იოანე გელათზე: არ მინდა რომ ვთქვა, მაგრამ იკვეთება დანაშაულებრივი ფაქტორები