პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს მიმართ კეთილი ზრახვები არა აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იქ არის და იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კეთილი ზრახვები არა აქვს, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, განმარტებაც აღარ არის საჭირო, თუ რა მიზანს ემსახურებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე, მის გარშემო არსებული პარტიები და ჯგუფები.

„ბაკურიანის შეხვედრამაც დაგვანახა, რისთვის ემზადებიან – ეს არის ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მას ხალხმა ჩამოართვა და ყოველ არჩევნებზე ქართველი ხალხი უარს ეუბნება. კვლევებითაც კი ეუბნება ქართველი ხალხი უარს. სამწუხაროდ, “ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხის ხმა არ ესმის.

ის იმდენად არის დაცილებული ხალხის ინტერესებს, არც კი თაკილობს და ასეთი გაზრდილი უსაფრთხოების რისკების დროსაც კი, დაკავებულია ქვეყნის ჯანჯღარით და მცდელობით, გარკვეულწილად არეულობა შემოიტანონ, თან ისეთი თემებით, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის კავშირში. უკრაინაში როდესაც ომი მიდის, ცენტრალური თემა მათთვის მიხეილ სააკაშვილია. ეს საერთო ჯამში, აჩვენებს, რა ღირებულებით პლატფორმაზე არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შემოკრებილი პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამოქალაქო აქტივისტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხუციშვილი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდნენ