პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა განხილვის საკითხი უკრაინაში

„ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა განხილვის საკითხი უკრაინაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ყოფილა პირისპირ შეხვედრის დროს განხილული მიხეილ სააკაშვილის საკითხი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” იყო ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებში წყლის ამღვრევის ერთ- ერთი მიზეზი, რადგან ხშირად არასწორი წარმოდგენების შექმნას ცდილობენ საქართველოზე, ამიტომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ორმხრივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

„როგორც დახურულ ასევე ღია ნაწილში იყო ერთი განწყობა და ერთი ტალღა, სურვილი იმის, რომ გაუგებრობები რაც იყო, ამოწურულიყო. ჩვენ მთავარ რამეზე შევთანხმდით, წინ უნდა გავიხედოთ, ჩვენი ქვეყნების ძმობა და ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ამ ვითარებაში, წინ უნდა გავიხედოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში ასეთი სიტუაცია, ამის გამოსავალი არის პირდაპირი კომუნიკაცია.

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა” არის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ამღვრევისა და მათ შორის, უკრაინულ საზოგადოებაშიც შეიძლება იყოს არასწორი წარმოდგენა საქართველოსთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” სახეები აქტიურად ჩანან ხოლმე უკრაინულ მედიაში და მთავარი ამოცანა მათი არის ქვეყნის ცუდად წარმოჩენა უკრაინელი ხალხის თვალში და საქართველოს უკრაინისადმი სოლიდარობის დაკნინება. დეზინფორმაცია რთული ინსტრუმენტია, რომელიც რთულად გასაბათილებელი არის ხოლმე, ამიტომ ამას გარკვეულ დონემდე აღწევენ ხოლმე,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„სტრატეგია აღმაშენებელი“ ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს – ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა