პაპუაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აპირებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით ის პრემიერთან შეხვედრას ელოდება, თუმცა ზუსტად არ იცის როდის მოახერხებს გიორგი კვირიკაშვილთან იმ საკითხების განხილვას, რომელზეც განცხადება პაპუაშვილმა ბოლო დღეებში გააკეთა. საქმე ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას. ამასთანავე პაპუაშვილის შეფასებით კითხვის ნიშნები არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება:

„კითხვის ნიშნები არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, რაგდან ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. მიუხედავად ამისა , მას შემდეგ, რაც მე შევხვდებოდი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, პრემიერს და სხვა დაინტერესებულ პირებს და მოვიფიქრებდით იმ ეფექტურ მექანიზმს, რაც გარანტიას მოგვცემდა, რომ ამჯერად მაინც იყოს გამოძიება გარკვეული შედეგების მომტანი, მათთან შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მზად ვარ შევხვდე მთავარ პროკურორს იმის დასადასტურებლად, რომ რეალური შეიძლება იყოს მათგან წამოსული გამოძიება და არა გამოძიება გამოძიებისათვის“- განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს დიპლომატიური მისიები არ უნდა იყვნენ მხოლოდ ინსტრუქციებზე დამოკიდებული”
შემდეგი სტატიასაფრანგეთში თავდამსხმელებმა მღვდელს ყელი გამოჭრეს