პაპუაშვილი – მივიღე 44 ევროპარლამენტარის წერილი, სამწუხაროდ, ვერც ერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე, არადა ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ

მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და სამწუხაროდ, ვერც ერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე ამ წერილში, არადა, მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულმა ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც არიან მონაწილე იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი აწამეს და ეს არამხოლოდ ამ კამპანიის მონაწილეები არიან, არამედ რეზოლუციებიც კი მიიღო ევროპარლამენტმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტს დაუჭირა მხარი, რომელშიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარია ჩადებული
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და დაიწყონ გამოძიება, ვინ იყო კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში