პაპუაშვილი – მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა

ეს არის კონვეიერი დეზინფორმაციული კამპანიისა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ურეკავს.

პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, რასაც ეს კამპანია ადასტურებს არის ის, რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ომში იყოს ჩარტული.

„ჩვენ გუშინ ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია. მეორე, როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართულნი, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, „სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. მთელი კონვეიერია. ფაქტობრივად, ეს არის თითქმის სასწავლო მაგალითი, როგორ მზადდება და ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ფალსიფიკაცია, შემდეგ ამ თემის აგორება და წარმოჩენა ისე, თითქოს რაღაც სკანდალებთან გვაქვს საქმე. საერთო ჯამში, ჩვენ კიდევ ერთხელ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, ეს გაცხადებული მიზანია, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველაფერი მიანიშნებს, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ არის ავთენტური.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სპეციალურ პროექტებს ახორციელებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის და დღეს, როდესაც რეგიონში გვაქვს ომი, როცა საქართველოში ამ კუთხით რისკები არის გაზრდილი, ეს ორგანიზაციები, ეს პროექტები ჩუმად არიან, როდესაც ასეთი სახის დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტიკური, არც ფაქტი არაფერია. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა. ეს არის კონვეიერი დეზინფორმაციული კამპანიისა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა“, – განაცხადეა პაპაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინი – სწრაფი ტემპით გავაგრძელებთ ჩვენი ერის ბირთვული შესაძლებლობების განმტკიცებას
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ვერ გეტყვით რამდენად რეალურია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მარგველაშვილის კანდიდატურაზე ინფორმაცია