პაპუაშვილი – მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილი უზრუნვეყოფილია, როგორც სამედიცინო სერვისის, ასევე უსაფრთხოების კუთხით

„ნაციონალური მოძრაობა“ ემოციებზე თამაშით და ადამიანენის შეცდომაში შეყვანით საზოგადოებაში ისტერიის გამოწვევას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ფაქტია, რომ არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანზე მხარეს უარი ეთქვა.

„პენიტენციური სისტემის მე-18 დაწესებულებაში არის სათანადო სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს როგორც მოშიმშილე პატიმრის მკურნალობა, ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. ეს სტრასბურგის სასამართლომა ასე მიიჩნია. სახელმწიფო ახდებს სტასბურგის სასამართლოს ინფორმირებას, თუ რა მეთოდებით ხდება მკურნალობას და რეაბილიტაციის რა პროგრამა არსებობს. მოშიმშილე პატიმრის მონიტორინგის და მკურნალობის გამოცდილება პენიტენციურ სისტემას უფრო დიდი აქვს, ვიდრე შეიძლება სხვა კლინიკას ჰქონდეს. მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილი უზრუნვეყოფილია, როგორც სამედიცინო სერვისის, ასევე უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 16 ნოემბერს, საქართველო, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს
შემდეგი სტატიავოლსკი – სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ყველა მაჩვენებლის შესახებ განცხადებები რასაკვირველია, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს