პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს საქართველოში, ის როგორც უკრაინის მოქალაქე თავისუფალია, რომ დაბრუნდეს უკრაინაში

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს საქართველოში, ის როგორც უკრაინის მოქალაქე თავისუფალია, რომ დაბრუნდეს უკრაინაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აბსურდში ცხოვრობს.

„ყველა ვხედავთ, რომ ეს არის აბსურდი და ამ აბსურდში ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე წელია და სამწუხაროდ აცხოვრებს საკუთარ მომხრეებსაც. აბსურდია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს არის უკრაინის მოქალაქე, პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში არის მსჯავრდებული. ახლა საქართველოს ციხეში გვყავს უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მსჯავრდებული არის ადამიანის მკვლელობის და ცემის საქმეში. ეს არის აბსურდი და სამწუხარო რეალობა ჩვენთვის. რაც შეეხება მის კავშირს და დაბრუნებას უკრაინაში, მას შემდეგ რაც ის მოიხდის სასჯელს საქართველოში, ის როგორც უკრაინის მოქალაქე თავისუფალია, რომ დაბრუნდეს უკრაინაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წინა სტატიაშისასამართლომ სააკაშვილის საქმის ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიადარეჯან ცქვიტარია – დაუფიქრებლად შემიძლია, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლე გავიღო