პაპუაშვილი ლილუაშვილის დაკავებაზე: “როდესაც ვსაუბრობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც”

„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც” – ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს, “ამას გულისხმობს”.

„სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს. ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც.

თავად ის ფაქტი რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდევ და პირიქით, ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდის შიგნით არ იყოს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქრთამის სახით, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა – ლილუაშვილ-გვანცელაძის დანაშაულებრივი სქემა
შემდეგი სტატიაბოლნისში 30 წლამდე ქალი აბაზანაში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა