პაპუაშვილი კრამერზე: რა დებოში მოაწყო, გეუბნებით, რომ ბევრი რამე აქეთ უნდა ვასწავლოთ

“ორ ნაწილად შეიძლება ამის გაყოფა – თუ კონფერენციაზე არა ხარ დაპატიჟებული, ან რა სტატუსით მიდიხარ, და ასე შემდეგ.

იქ რაც მოხდა, ეს ამაზრზენია, ამის უფლება, კრამერი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ამის უფლება როგორ აქვს… ჯერ ერთი, თუ დიპლომატი ხარ, ან რა ქცევაა, დავანებოთ, რომ ქალი მანდილოსანია, ის პარლამენტის წევრია, ვიცესპიკერია, მაღალი თანამდებობის პირია, თუ დიალოგის სხვა ფორმა შენ არ შეგიძლია… ამიტომ, გეუბნებით, რომ ბევრი რამე აქეთ უნდა ვასწავლოთ, ასეთი დებოში, რაც ან მოაწყო, ჯერ ერთი, მე მგონი, ის არის მთლად ჯანმრთელ მდგომარეობაში, ან რაღაცა აქვს მიღებული, ასეთი ეგზალტირება, ასე თავდასხმა კოლეგის მიმართ უცხო ქვეყანაში, მის სახლში, ასეთ თანამდებობის პირზე… ვინც არ უნდა იყოს, მე რომ მეუბნებით და კვიციანს, თმენის ვალდებულება გაქვთო, ამ კრამერს რისი ვალდებულება ჰქონდა, ხომ არ იცით? ეს ვერ გავიგე, ის ჩემი კოლეგაა, ვიცესპიკერია, დავიცავ და მეტსაც ვიზამ ”-ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ირმა ინაშვილის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდნის შესახებ აცხადებს.

კონფერენციაზე შეჭრისას, ირმა ინაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა. პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ასევე, აშშ-ის საელჩოსთან აქციას აანონსებს მოთხოვნით, დევიდ კრამერს აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა. პატრიოტთა ალიანსი “კრამერის სიის” შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

banner
წინა სტატიაშიფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე კომენტარს კვლავ არ აკეთებს
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძის დაკითხვა დასრულდა