პაპუაშვილი კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება – რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული პირები თუ ორგანიზაციები, ვინც ამ მოთხოვნით არგუმენტების გარეშე გამოდიან, ზიანს საკუთარ რეპუტაციას აყენებენ.

„ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი. ასე რომ, აქ მთავარი არის ის, ვინ რას ამბობს, მთავარია იმის უკან არსებობს თუ არა რაიმე არგუმენტი. როდესაც არგუმენტების გარეშეა ნათქვამი და კეთდება განცხადებები, პირიქით, იქნება ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, საკუთარ რეპუტაციას აყენებს ზიანს. რაც არ უნდა ბევრმა გააკეთოს განცხადება, თეთრს ვერ დაარქმევენ შავს, თეთრი არის ყოველთვის თეთრი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე – „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი
შემდეგი სტატია„თქვენ ხართ რადიკალები“ – “ოცნების” პარტაქტივი “შინ ევროპისკენ” კამპანიას ხონშიც ხელს უშლის