პაპუაშვილი – ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში

ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში – არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა.

მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, საქართველოს რუსეთთან რუსეთთან ომში ჩართვისკენ უბიძგებდა.

„ყველა, ვინც საქართველოსგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას, იარაღის მიწოდებას, სანქციის დაწესებას, ჩვენ გვიბიძგებდა ომისკენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს – არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ. ამას გეუბნებით, რომ დაინახეთ ქვები, ეს ქვები ძალიან კარგად ჩანს. თუ არ გინდათ დანახვა, ვერ დაინახავთ, თქვენი ამოცანა თუ ეს არის. პირდაპირ გეუბნებით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, საქართველოს უბიძგებდა რუსეთთან ომში ჩართვისკენ. ამაზე მეტი ცხადად როგორ გითხრათ?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია” – ნათესავი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება