პაპუაშვილი – კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს

კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს – ამ ფულით, ფინანსდება “სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიები – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ეს გამჭვირვალობაა“.

„ნაცვლად იმისა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, უზრუნველყონ, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გამჭვირვალობა, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ გარკვეული პრეტენზიებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ეს გამჭვირვალობაა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რაში იხარჯება ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები, რომელიც შემდეგ საქართველოში შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალურ ფონდთან“ მქონდა კომუნიკაცია და მქონდა შეპირებები რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ, სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო.

პირაპირ მალავს ეს ფონდი, თუ რაში ხარჯავს ფულს და შემდეგ ვიგებთ რომ ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება ქვეყანაში – ოპოზიცია და სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები. ნავლად პრეტენზიებისა, კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, თუ რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ის არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ამ ფულით, ფინანსდება “სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიები, რომელიც პირდაპირ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან
შემდეგი სტატიაბურთი დასავლელი კოლეგების მხარესაა – იმის თქმა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, სწორი არაა – პაპუაშვილი