პაპუაშვილი: კალაძის კანდიდატურას ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება

„კანდიდატურებს რაც შეეხება, ყველაფერი მაშინ დასახელდება, როცა კამპანია იქნება. რაც შეეხება, კახა კალაძეს, დღესაც იხილეთ თქვენ, მას პრეზენტაცია ჰქონდა და ანგარიშს აბარებდა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთი რამე შეგვიძლია ჩვენ თამამად ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ამ ქალაქის ყველა მკვიდრი დაეთანხმება ამას, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის საუკეთესო მერი. რა თქმა უნდა, მის კანდიდატურას ექნება ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ კახა კალაძე თბილისის საუკეთესო მერია.

banner
წინა სტატიაშისინოვაკმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს