პაპუაშვილი გაოცებულია, რომ ევროპა 4 ოქტომბრის “გადატრიალების მცდელობას” არ გმობს

ოლიგარქის პარლამენტის სპიეკრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვინც 4 ოქტომბერს მივიდა აქციაზე, ყველამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო გადატრიალებას. ამასთან, მისთვის გაუგებარია,რატომ არ გმობენ უცხოელი აქტორები იმ მოვლენებს, რომელიც 4 ოქტომბერს განხორციელდა:

„ხელისუფლების დამხობის შემდეგ მანიფესტი წაიკითხეს, გადაიბარეს ხელისუფლება, ამას ტაში დაუკრეს იქ მყოფმა ადამიანებმა, 5-7 ათასმა ადამიანმა, ვინც იქ იდგა, ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, წავედით და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო, წავიდნენ ჩასაბარებლად და დაიწყეს გასაღების ჩაბარება, პოლიციამ გამოაგდო და ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია და ღობეში რატომ არ იყო დენი გატარებულიო.

საბოლოო ჯამში, რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას. ჩვენ რომ გიჟები ვართ, ვიცით და რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით და ტყვიამფრქვევებითო? სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა.

ამიტომ არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში. დღეს ყველა დაიმალა”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშივინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაბურჭულაძეს ვინც არ გაყვა, იქ ეძებეთ დამნაშავე-პაატა მესია კი არ არის, მარტომ დაამხოს დიქტატურა – რეზო კიკნაძე