3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

პაპუაშვილი – გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია – ვუსწრებთ ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას

“გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია”,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, “საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას”.
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!

გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას.

ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას – ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით“, – წერს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის იერიშის შედეგად ოდესის ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა – მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა
შემდეგი სტატიაკუპრაძე – „ლელო” არ გახდება არანაირი ერთობის ნაწილი უახლოეს მომავალში, ეს არც განიხილება, ვაგრძელებთ სვლას დამოუკიდებელი ხაზით