პაპუაშვილი – გამოჩნდა, რომ არგუმენტები „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონის საწინააღმდეგოდ არ არსებობს

დღეს ვნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვეტოს საკითხის განხილვა, ალბათ, სიტყვა „იმიტომ“ გასდევს ამ განხილვას, რადგან შინაარსობრივ მსჯელობას გაურბოდა პრეზიდენტის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ არგუმენტები „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონის საწინააღმდეგოდ არ არსებობს.

„კითხვებზე, თუ რა იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რომელიც მუხლი იყო შეუსაბამო, მას არ ჰქონდა პასუხი. მგონი, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ კომიტეტზე, იყო ვიზუალიზაცია იმის, რომ ორ თვეზე მეტ პერიოდში დახურულ კარს მიღმა, ჩვენ ვხდებოდით მათ შორის უცხოელ აქტორებს, ზუსტად ასეთი საუბრები გვქონდა ხოლმე. როცა შევდივართ ხოლმე შინაარსში, იქ არგუმენტები იკლებს და აღარ არის. კონკრეტიკაში შესვლა ყველას უჭირს. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქმე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული არიან შიდა და გარე აქტორები, ყველა ინსტრუმენტია გამოყენებული, დაწყებული მედიით და დამთავრებული პოლიტიკოსებით , რომ მოხდეს საქართველოს მოსახლოების დაბნევა. დღეს იყო პირველი შესაძლებლობა, როცა შეეძლოთ, არგუმენტები წარმოედგინათ და ის გაექცა შინაარსზე მსჯელობას. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მანდატი, რაც პრეზიდენტის წარმომადგენლს ჰქონდა, არის ის, რომ სტიგმატიზაცია მოახდინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ არც უცხოელ აქტორებს აქვთ კონკრეტული არგუმენტები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

„სამწუხაროა, როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებზე, ნაცვლად იმისა, რომ ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ მზად არიან გაასაჯაროონ აშშ-ის და ევროკაშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები, ჩვენ ვხედავთ შეტევას ამ კანონზე და ფაქტობრივად, ძირითადი მიზანი ამ კანონის სტუგმატიზებისა არის, რომ დაფინანსების ნაწილი დარჩეს დაფარული. დღეს დადასტურებულია, რომ საერთო ჯამში ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დაფარული დარჩეს ეს თანხები და კვლავ ჰქონდეს ამერიკულ და ვეროპულ ფონდებს შესაძლებლობა, რომ ფარულად იმუშაონ საქართველში, დააფინანსონ პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები ისე, რომ მოსახლეობას ამაზე არაფერი უთხრას, ეს ძალიან დასანანია. ღირებულებებზე საუბრის უკან იმალება ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვლი, რაც შორს არის ევროპული თუ ნებისმიერი მაღალი ღირებულებისგან და მათ შორის ჩვენი წარმოდგენისგან, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – ბოლო თვეებში ჩვენ არ მიგვიცია უკრაინისთვის ის, რასაც დავპირდით
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – მიხეილ დაუშვილის განცხადება გამაოგნებელი იყო