პაპუაშვილი გახარიაზე: ტყუილია და ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი უბრალოდ იტყუება

ტყუილია და ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი უბრალოდ იტყუება. ამ შემთხვევაში ალბათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სურდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ თამარ ჟვანიას გადადგომის წინაპირობები რა იყო, არ იცის.

„ალბათ, არ დააკვირდა მთლიანად ამ პროცესში, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ უპირველეს ყოვლისა გამოიჩინა დიდი სიმხნევე, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დღეებში ის იყო ზეწოლის და ძალადობის ენის სამიზნე, მან ბოლომდე მიიყვანა საარჩევნო ციკლი. დადასტურდა, რომ ამ არჩევნებს არანაირი სისტემური ხარვეზი არ ჰქონია და რაიმე მანიპულაცია არ ყოფილა. მან ასევე საგამოძიებო კომისიასაც მისცა ახსნა-განმარტებები და საბოლოო ჯამში ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მთლიანი კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავად იყო ყალბი. ვფიქრობ, თამარ ჟვანიამ ამ კუთხით თავისი ვალი ბოლომდე მოიხადა იმ კუთხით, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ ახლა უმჯობესი იქნებოდა პროფესიული განვითარების სხვა ეტაპზე გადასულიყო. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამოცდილი პროფესიონალი შეძლებს იგივე საარჩევნო სფეროში საინტერესო კარიერის წარმართვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანზორ მარგიანმა და ლევან თევზაიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო დახმარება გადასცეს
შემდეგი სტატიაევროპაში დღეიდან კოვიდ-სერთიფიკატები ამოქმედდა