პაპუაშვილი – გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და დაიწყონ გამოძიება, ვინ იყო კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში

უკრაინის ხელისუფლებაშია გია ლორთქიფანიძე, რომელმაც დააორგანიზა სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა მდგომარეობის ასარევად, იმის ნაცვლად, გადმოგვცენ ადეიშვილი და ლორთქიფანიძე, ასეთი სახის განცხადებებს ვიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში.

„ესეც ერთი შერცხვენაა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ მის ხელისუფლებაში არიან ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე. ადამიანი, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში, რათა აერია მდგომარეობა. უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, ახლა ეს რაზეც მეტყველებს გასაგებია, ხომ? ნაცვლად იმისა, გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვიღებთ ასეთი სახის განცხადებებს, ქცევებს. სინამდვილეში, თუკი რაიმე მოლოდინი უნდა გვქონდეს, მოლოდინი არის ასეთი, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო კიდევ ჩართული, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მივიღე 44 ევროპარლამენტარის წერილი, სამწუხაროდ, ვერც ერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე, არადა ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ
შემდეგი სტატიაეკა სეფაშვილი – პოლონელი ექიმის მიერ მასალის გამოტანის მცდელობა მოწმობს, რომ მათი სტუმრობა ემსახურებოდა არა სააკაშვილის ჯანმრთელობით დაინტერესებას, არამედ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას