21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

პაპუაშვილი: ევროკავშირის მოთხოვნებს რომ დავყოლოდით, სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა დღეს რუსეთის დუმაში

“ცხინვალს, თუ არ ვცდები, რუსეთის დუმაში შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები და ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ამ გამოწვევების გადაჭრა გონივრული პოლიტიკით და, რაც მთავარია, მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ორი ეროვნული ამოცანა გვაქვს, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით და  რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ასეთი შეთანხმებების. ჩვენ რომ ბრიუსელისთვის მოგვესმინა, ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები. უკრაინას შეხედეთ და ნახეთ, რას ნიშნავს, პრაქტიკაში ეს რისკები”,_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
შემდეგი სტატია“ოცნება” შაიშმელაშვილის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხზე აშშ-სგან განმარტებას ითხოვს