პაპუაშვილი: ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას დაინგრნენ თუ დამცირდნენ. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაწერს განცხადებას

„არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი და ამას დავინახავთ ჩვენ საბოლოო ჯამში. მე ვთქვი, რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით და იმიტომაც არის, რომ ასეთ დღეში ჩააყენეს. მათ რეალურად აქვთ ორი გზა – ერთი მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან მეორე, არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას დაინგრნენ თუ დამცირდნენ. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაწერს განცხადებას. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. ნახავთ თქვენ შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი და იტყვის, რომ პარლამენტში არ შესვლა ნიშნავს, რომ ფეხს არ შედგამს. „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არ შესვლა. დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს
შემდეგი სტატიალომჯარია: გაყალბება იყო სისტემური, ფართომასშტაბიანი, ამიტომ არ გამოხატავს ეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას