პაპუაშვილი – ერთი წლის თავზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებზე, ორგანიზაციებზე და მათი ფარულად დაფინანსების სქემებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში 2023 წლის მარტის აქციებს ეხმაურება, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იმართებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე მარტის აქციების მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობს და წერს, რომ რაც გასულ წელს მარტის აქციების დროს მოხდა, იყო ის, რომ “აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები”.

შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე. გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს. დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც მაშინ მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო. გავიდა ერთი წელი და ქართველ ხალხს აქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე ამ კანონით მიაღწევდა. ერთი წლის თავზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებზე, ორგანიზაციებზე და მათი ფარულად დაფინანსების სქემებზე. და ეს არის შედეგი, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით და საკითხში სწორედ გარკვევით მიაღწია”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაში“ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს
შემდეგი სტატიაკობახიძე, კანცელარიის წინ, ღარიბაშვილის დამონტაჟებულ ღობეს ხსნის