პაპუაშვილი – ელიტური კორუფციის არნახული მასშტაბებია, 9 მლნ ლარზეა საუბარი და უნდათ დაიყვანონ პიჯაკებამდე, სააკაშვილს 200 000 დოლარი აქვს დახარჯული სტილისტზე და მზარეულზე

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა, სინამდვილეში ეს არის პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ეხება ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს, 9 მილიონ ლარზეა საუბარი, კორუფციულ სქემებზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა პირად სარგებელს. ახლა უნდათ დაიყვანონ ეს პიჯაკებამდე, თუმცა, არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა ხალხის თანხით, მაგრამ სინამდვილეში ამ 9 მილიონში არის ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური მანიპულაციები – ბოტოქსი, გასახდომი და სხვა პროცედურები. 40 000 დოლარი, ჩვენი ხალხის ფული მან მალულად გადაიხადა თავისი შვილის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლაში, ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში, 200 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პირად სტილისტზე და მზარეულზე. ეს არის ის ნაწილი კორუფციის, რომელშიც ჩაფლული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა. ერთია, რომ გვირგვინის ხარჯის გაწევა შეიძლებოდეს, ოღონდ არა დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, ამისთვის არსებობს წარმომადგენლობითი ხარჯები, სადაც 20 მილიონი ისედაც დახარჯული ჰქონდა. მაგრამ ამ საქმეში მთავარია ის ნაწილი, რომელიც საერთოდ სახელმწიფოს არ უნდა გაეწია,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა პიჯაკები მიიტანეს
შემდეგი სტატიასასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს