პაპუაშვილი: ე.წ. 2 პირადობაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ მოქალაქეს სხვადასხვა გვარით 2 პირადობის მოწმობა ჰქონდა, “დეზინფორმაციაა”.

პაპუაშვილის თქმით, პირმა, რომელსაც პირადობის მოწმობა ეკუთვნის, გვარი შეიცვალა.

“ჯერ კიდევ მიმდინარეობს ე.წ. 2 პირადობის მოწმობაზე დეზინფორმაციის გავრცელება. როგორც იცით, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ პრესკონფერენციით, მათ შორის, Facebook-ის მეშვეობით, აქტიურად აწარმოებდა ყალბ საინფორმაციო კამპანიას, თითქოს, 2 პირადობის მოწმობა, რომლებიც მათ დააფიქსირეს, მიანიშნებდა გაყალბებაზე. ამაზე განმარტება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ – საქმე მარტივადაა, ადამიანმა გვარი შეიცვალა და ვინაიდან ეს 15 სექტემბერს მოხდა, ცესკოსთვის სიების გადაცემის შემდეგ, ის ფიქსირდებოდა ძველი გვარით სიაში. სურათებზეც ნახავთ, რომ პირადი ნომერი ერთი და იგივეა, რამე სხვა პირადი ნომერი არ არის და ზოგიერთმა მედიამ გადაამოწმა კიდევაც – ეს ადამიანი 2-ჯერ არ ფიქსირდება სიაში. ამ განმარტების მიუხედავად, ტელეკომპანიები და ოპოზიციის წარმომადგენლები ახლაც აქტიურ კამპოანიას აწარმოებენ, თითქოს ეს რაღაც დარღვევაა”. – ამბობს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაში15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 31.82%-ია – ცესკო
შემდეგი სტატიაილია მეორე: დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ